2012 წელს Meshveliani & Co. შექმნის მიზანი საქართველოში უცხოური კაპიტალით განხორციელებული საქმიანობის  სამართლებრივი მხარდაჭერა იყო. ჩვენ მალევე შევედით უკრაინის, ყაზახეთის, რუსეთის, ყატარის, აზერბაიჯანის და სხვა ქვეყნების ბაზარზე და 10 წლიანი საქმიანობის მანძილზე 500მდე კლიენტს დავეხარეთ საქართველოში ბიზნესის დაწყებასა და განვითარებაში.

ჩვენი კლიენტების საქმიანობა მოიცავს სამშენებლო დეველოპმენტს, ეროვნული ბანკის რეგულირებად საგადახდო მომსახურებას, საგარეო და საშინაო ვაჭრობას, აიტი ტექნოლოგიებს, წარმოებას და ა.შ.

ჩვენ მიზანი

ჩვენი მიზანია გავაცნოთ უცხოურ ბიზნესს საქართველოში საქმიანობის გადმოტანის, გაფართოების ან დაწყების ეკონომიკური უპირატესობები, ასევე მოვახდინოთ სარეალიზაციო პროექტების სამართლებრივი, ხოლო პარტნიორების დახმარებით, საბუღალტრო, აუდიტორული, საკონსულტაციო და სხვა მომსახურებებით მხარდაჭერა.

ჩვენმა კლიენტება იციან, რომ საქართველოში არა მხოლოდ ბიზნესის დაწყებაა იოლი, არამედ ჩვენი დახმარებით ნებისმიერი ადმინისტრაციული წინაღობის დაძლევა და მიზნის მიღწევა.

ჩვენ ვიცავთ და ხელს ვუწყობთ უცხოურ ინვესტიციებს და ამით ვიცავთ საქართველოს საინვესტიციო იმიჯს და ეკონომიკურ კეთილდღეობას.