მშენებლობისა და უძრავი ქონების კომპანიების სრული იურიდიული მხარდაჭერა „GLCC”-ის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი და უმსხვილესი მიმართულებაა. მშენებლობის სამართლებრივი აუდიტი არის ის მომსახურება, რომელიც მოიცავს სამშენებლო პროცესის კანონთან სრულ შესაბამისობაში ყოფნას.
მშენებლებისა და დეველოპერებისთვის სრული სამართლებრივი მომსახურების გაწევა მოიცავს:
- სამშენებლო საქმიანობაზე სამართლებრივი სტრატეგიის შემუშავებას;
- უძრავი ქონების სამართლებრივი სტატუსის დადგენას;
- მიწის მესაკუთრეებთან წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებების წარმოებას;
- მიწის მესაკუთრეებთან სამშენებლო ხელშეკრულების გაფორმებას;
- განშლის დოკუმენტის შედგენასა და რეგისტრაციას;
- მშენებლებსა და მომწოდებლებთან ხელშეკრულების გაფორმებას;
- კლიენტებთან (ფართის შემძენთან) ხელშეკრულების გაფორმებას;
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადებას (ნასყიდობა, იჯარა და სხვა);
- სასამართლოსა და არბიტრაჟში კლიენტის წარმომადგენლობას;
- კომერციულ ბანკებსა და სამშენებლო კომპანიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას;
- მერიასთან, შრომისა და მუნიციპალური ინსპექციის ორგანოებსა და საჯარო რეესტრთან პრობლემურ და სადავო საკითხებზე სამართლებრივ მხარდაჭერას.
GLCC-ის სამშენებლო და უძრავი ქონების მიმართულებას ხელმძღვანელობს ფირმის დირექტორი ალექსანდრე ქამუშაძე, რომელსაც აქვს მრავალწლიანი ექსპერტული გამოცდილება სამშენებლო სამართლის მიმართულებით.
შრომის ინსპექციის მანდატს შრომის უსაფრთხოების საკითხების გარდა დაემატა კერძო კომპანიებში შრომითი ურთიერთობების კანონთან შესაბამისობის ინსპექტირება და სანქცირება. გარდა ამისა, შრომითი დავები რჩება დამსაქმებელთათვის მაღალი რისკის დავად არსებული სასამართლო პრაქტიკის გამო.
ამიტომ, ჩვენი ფირმა კომპანიებს სთავაზობს შრომითი ურთიერთობების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის სრულ და მრავალმხრივ მომსახურებას, ისევე როგორც ცალკეულ შრომით საკითხებში სამართლებრივ მხარდაჭერას. მომსახურება მოიცავს შემდეგ სერვისებს:
- შრომის აუდიტი, რომელიც წარმოადგენს კომპანიის შრომითი ურთიერთობების მრავალ-ვექტორულ კვლევას, რის საფუძველზეც შევისწავლით კომპანიის შრომით ურთიერთობებში არსებულ რისკებს და საფრთხეებს, გავცემთ რეკომენდაციებს, შრომითი რისკების პრევენციისა და შრომის კანონმდებლობის დარღვევების აღმოფხვრისთვის;
- შრომის ხელშეკრულებებისა და შინაგანაწესის შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
- თანამშრომლებთან სავალდებულო კონსულტაციისა და ინფორმირების პროცედურის შექმნა და დანერგვა;
- შევიწროებისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ სავალდებულო რეგულაციების და პროცედურის დანერგვა;
- პროფესიულ კავშირებთან ურთიერთობა, კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოება;
- შიდა შრომითი მედიაცია, შრომითი დავების პრევენცია, ინდუსტრიული ურთიერთობების სამართლებრივი მხარდაჭერა;
- შრომით დავებში სასამართლო წარმომადგენლობა;
- შრომის ინსპექციის სანქციების გასაჩივრება;
შრომითი ურთიერთობების მიმართულებას უძღვება ფირმის პარტნიორი შალვა ცხაკაია, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება შრომით ურთიერთობებში, შრომის სამართლის საერთაშორისო სტანდარტების კურსი გავლილი აქვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სასწავლო ცენტრში, ტურინსა და ჟენევაში, არის საქართველოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის წევრი და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის გამგეობის არჩეული წევრი.